"თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებთან მივედი და ვამშვიდებდი - ყველა დეპრესიაში იყო.
მათთან ის მატჩი გავიხსენე, როდესაც თბილისის "დინამომ" "ლივერპულთან" თამაში ერთი გოლით წააგო ინგლისში. ძველ გულშემატკივრებს ეს მატჩი კარგად ემახსოვრებათ. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ წაგების შემდეგ მოგებების სერია დაიწყებოდა.
არის წაგება, რომლის შემდეგაც გრძნობ, რომ მოგების დრო დგება. ფეხბურთელების ეს თაობა საუკეთესო იქნება. ჰოლანდიასთან 10 ფეხბურთელით ითამაშეს
ამ ბიჭებს არ აქვთ დამარცხებულის ფსიქოლოგია და არც კომპლექსები აწუხებთ. ვფიქრობ, აქამდე მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ყველაფრის კომპლექსი ჰქონდათ, რაც ახალ თაობას საერთოდ აღარ აქვს.
ახალ თაობას აქვს მენტალურად, ხარისხობრივად განსხვავებული აზროვნება, როგორც ფეხბურთში, ისე სხვა სფეროებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თამაშის დასრულების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ფეხბურთელები გაამხნევა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გულშემატკივრობდა.
"ინტერპრესნიუსი"