მიხეილ სააკაშვილი: 17-წლამდელების ეს თაობა საუკეთესო იქნება!

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სლოვენიაში გამართულ 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებები ხვდებოდნენ.

"თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებთან მივედი და ვამშვიდებდი - ყველა დეპრესიაში იყო.

მათთან ის მატჩი გავიხსენე, როდესაც თბილისის "დინამომ" "ლივერპულთან" თამაში ერთი გოლით წააგო ინგლისში. ძველ გულშემატკივრებს ეს მატჩი კარგად ემახსოვრებათ. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ წაგების შემდეგ მოგებების სერია დაიწყებოდა.

არის წაგება, რომლის შემდეგაც გრძნობ, რომ მოგების დრო დგება. ფეხბურთელების ეს თაობა საუკეთესო იქნება. ჰოლანდიასთან 10 ფეხბურთელით ითამაშეს
და კიდევ კარგად გაძლეს - ე.ი. ახალი სულისკვეთება გაჩნდა.

ამ ბიჭებს არ აქვთ დამარცხებულის ფსიქოლოგია და არც კომპლექსები აწუხებთ. ვფიქრობ, აქამდე მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ყველაფრის კომპლექსი ჰქონდათ, რაც ახალ თაობას საერთოდ აღარ აქვს.

ახალ თაობას აქვს მენტალურად, ხარისხობრივად განსხვავებული აზროვნება, როგორც ფეხბურთში, ისე სხვა სფეროებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თამაშის დასრულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ფეხბურთელები გაამხნევა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გულშემატკივრობდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინ უშლიდა ნეტა ოპოზიციას ჩასვლას და ბიჭების მხარდაჭერას ? თუ ფული არ ქონდათ მგზავრობის ?
shako
10:39 15-05-2012
0
პრეზიდენტისა და მისი პარაზიტი ხელქვეითების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიდენილან ბიზნეს კლასით ჩვენი ვაჟკაცების გასამხნევებლად,მიშას თავი გაუგიჟებია:ეკონომ კლასიც არ მინდა საბარგოს გავყვებიო,იქვე ბიზნეს კლასში მომლოდინე ვარძელაშვილი შეუნიშნავს და უთქვამს მომყევიო,სურათები მაქვს შიშველი რუსი ჩათლაშკების და კარგ დროს გავატარებთ,ისე ჩავალთ ვერც კი გავიგებთ,სამაგიეროდ ხალხი დააფასებს ჩვენ გმირობასაო.ამიტომ ჩავიდნენ მალე და თამაშსაც დაესწრნენ,ბიზნეს კლასით მიმავალმა ოპოზიციონერებმა კი დაიგვიანეს,რომ ჩავიდნენ თამაში უკვე დამთავრებული იყო.
gio73
02:55 15-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული