თენგიზ სულაქველიძე: ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებში გუნდი უფრო ჩანდა, ვიდრე ფეხბურთელები

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ნახევარფინალშიც გავიდა და ფინალამდე ცოტაღა დააკლდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდზე აზრის გამოთქმა ქართველ სპეციალისტებს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელებს ვთხოვეთ.

თენგიზ სულაქველიძე:
- რა თქმა უნდა, სლოვენიაში ჩვენი 17-წლამდელების გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს. ჩვენებმა, ასე ვთქვათ, გუნდური თამაში ითამაშეს და რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, გაჩნდა იმედი, რომ ეს თაობა წინ წავა და უფრო სერიოზულ წარმატებას მიაღწევს.

ფაქტია, მანამდე საქართველოს არცერთი ასაკობრივი ნაკრები ასე შორს არ წასულა.

- ყველაზე უფრო რომელი
ფეხბურთელი მოგეწონათ ამ გუნდიდან?

- მომეწონა ალექსანდრე ადამია. ვფიქრობ, ძალიან კარგი მეკარეა. ისე კი, ამ გუნდში კოლექტივი უფრო ჩანდა, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი.

მაისურაძის გუნდმა საერთო ჯამში ყველაფერი ჩინებულად შეასრულა.

- გამოცდილმა თვალმა რა ხარვეზები დაინახა ამ გუნდში?
- ნაკლი ამ გუნდს კი არა, პირველ ნაკრებსაც აქვს. მიმაჩნია, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ უკეთესობა შეიძლებოდა.

"ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ოთარ გაბელია: მჯერა, 17-წლამდელთა ეს თაობა კიდევ უფრო წინ წავა
ნოდარ აკობია: ჩვენი 17-წლამდელებისთვის ნახევარფინალი მაქსიმუმი არ იყო
არჩილ არველაძე: ის უფრო მახარებს, ჩვენმა 17-წლამდელებმა გუნდური თამაში რომ აჩვენებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ამ სტატიისთვის სულაქველიძის ფოტო რომ http://geofoot.blogspot.com/2012/04/blog-post_29.html ამ ბლოგიდან არის აღებული ეს არაფერი ხომ? ისე თუ აიღეთ ცუდი არ იქნებოდა სხვა თუ არაფერი წყარო მაინც მიგეგითებინათ..
ვანიკა
12:12 16-05-2012
0

სიახლეები პოპულარული