არჩილ არველაძე: ის უფრო მახარებს, ჩვენმა 17-წლამდელებმა გუნდური თამაში რომ აჩვენეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ნახევარფინალშიც გავიდა და ფინალამდე ცოტაღა დააკლდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდზე აზრის გამოთქმა ქართველ სპეციალისტებს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელებს ვთხოვეთ.

არჩილ არველაძე:
- ალბათ, უნდა ითქვას, რომ ამ გუნდმა საუკეთესო შედეგი დადო. შედეგის გარდა, ჩვენი 17-წლამდელების თამაშის ხარისხითაც კმაყოფილი დავრჩი - ტაქტიკას და ტექნიკურ მომზადებას ვგულისხმობ.

მწვრთნელის და ფეხბურთელების დამსახურება მართლაც აღსანიშნავია.

- კონკრეტულად ჰოლანდიასთან მატჩზე რას გვეტყოდით?
- ცოტა არ იყოს, გამოცდილება დაგვაკლდა და ამის გამო ათი კაცით დავრჩით.
ზედიზედ ორჯერ მიღებული ყვითელი ბარათი ამის ბრალი უნდა იყოს.

ისიცაა, დაცვა ასე კარგად რომ ითამაშებს, გუნდმა ორი გოლი არ უნდა გაუშვას, მაგრამ ალბათ, ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა.

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კარგად აწყობილი, მონოლითური გუნდია, გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელები კი არ ჰყავს - ეთანხმებით ასეთ შეხედულებას?
- თუ ვიტყვით, რომ ზოგადად ყველაფერი შედარებითია, ეს მართლაც არ არის მკვეთრად ინდივიდუალისტური გუნდი. სიმართლე გითხრათ, ის უფრო მიხარია, რომ საკმაოდ გამართული, გუნდური თამაში აჩვენეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა.

თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე - გიორგი პაპუნაშვილი, დავით ჯიქია და ალეკო მზევაშვილი ინდივიდუალურადაც საკმაოდ ძლიერები არიან.

ყველაზე ინდივიდუალისტი კი, ჩემი აზრით, ამ გუნდში ნიკა ახვლედიანია.

"ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ოთარ გაბელია: მჯერა, 17-წლამდელთა ეს თაობა კიდევ უფრო წინ წავა
ნოდარ აკობია: ჩვენი 17-წლამდელებისთვის ნახევარფინალი მაქსიმუმი არ იყო
თენგიზ სულაქველიძე: ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებში გუნდი უფრო ჩანდა, ვიდრე ფეხბურთელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული