ნოდარ აკობია: ჩვენი 17-წლამდელებისთვის ნახევარფინალი მაქსიმუმი არ იყო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატების შესახებ კომენტარი ნოდარ აკობიას ვთხოვეთ. შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი ჩვენი 17-წლამდელების შემდეგი თაობის მთავარი მწვრთნელია.

- თამამად ვიტყვი, რომ ეს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამ ბიჭების თავდადება და მიღწევა სამაგალითო უნდა გახდეს შემდეგი თაობებისთვის.

გული იმაზე მწყდება, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა ჩვენი მაქსიმუმი არ იყო. ჰოლანდიასთან მატჩში მსაჯს აშკარად ზედმეტი მოუვიდა. ამ გაძევებამ ორი ძირითადი ცენტრალური მცველის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრების შანსები მკვეთრად შეამცირა. ეს უთანასწორო ბრძოლა იყო.

საქართველოს ნაკრების უმთავრესი კოზირი კოლექტიური
თამაში იყო. დაცვის ხაზი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. აშკარად ჩანდა, რომ ზონური დაცვის პრინციპი სამწვრთნელო შტაბის მიერ კარგად იყო ახსნილი და რაც მთავარია, ფეხბურთელების მიერ კარგად გაგებული.

გუნდურ თამაშთან ერთად, საქართველოს ნაკრები კარგი ინდივიდუალისტებითაც გამოირჩეოდა - გამოვყოფდი პაპუნაშვილს, ჯიქიას, დარციმელიას... ჩვენი ბიჭები კარგად თამაშობდნენ დასწრებაზე ერთი-ერთზე ორთაბრძოლისას.

რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში განუზომელია მწვრთნელთა წვლილი. ვისარგებლებ შემთხვევით და ვასილ მაისურაძესა და მის ასისტენტებს გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას გადავუხდი.

ბიჭებს კი ვეტყვი, რომ მთავარი წარმატებები წინ აქვთ. მთავარია, ცხვირი არ ასწიონ და დაუღალავი შრომით გაცილებით დიდ სიმაღლეებს დაიპყრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ოთარ გაბელია: მჯერა, 17-წლამდელთა ეს თაობა კიდევ უფრო წინ წავა
არჩილ არველაძე: ის უფრო მახარებს, ჩვენმა 17-წლამდელებმა გუნდური თამაში რომ აჩვენებს
თენგიზ სულაქველიძე: ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებში გუნდი უფრო ჩანდა, ვიდრე ფეხბურთელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული