გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ ფეხბურთელები ეროვნული გუნდის საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" შეკრიბა და ორი დღეა, ინტენსიურად ავარჯიშებს.
უკვე ვწერდით, რომ კორღალიძეს სერიოზული საფიქრალი აქვს - არნემის "ვიტესი" ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიას მხოლოდ 20 მაისს უშვებს, დანიური "ორჰუსი" კი - დავით სხირტლაძეს 24 მაისს და ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით მხოლოდ ხორვატიაში შეიკრიბება (იხილეთ ინტერვიუ ოთარ კორღალიძესთან).
ცხადია, დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე ეს გაუთვალისწინებელი და არასასურველი ფაქტებია.
პრობლემები ამით არ ამოწურულა. 19-წლამდელების თავკაცი ხორვატიაში
ეს კორღალიძისთვის მიუღებელი წინადადება იყო, რადგან მგზავრობაში გუნდი დროს დაკარგავდა და რიტმიდან ამოვარდებოდა.
სხვა გზა რომ არ დარჩა, როგორც პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სპარინგი ახლაც 19-წლამდელთა შემდგომი თაობის (1994 წელს დაბადებულები) თავკაცს, კახა კაჭარავას შესთავაზა.
კაჭარავამ ნაკრების წევრები სასწრაფოდ გამოიძახა და მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ 19-წლამდელთა უფროსი და უმცროსი ასაკის ნაკრებები ერთმანეთს 18 მაისს, 17:00 საათზე ეროვნული გუნდის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაუპირისპირდებიან.
"კვლავ უმცროსებთან" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"