შევიტყვეთ, რომ 14-წლამდელთა ნაკრებში მას გოჩა ავსაჯანიშვილი შეცვლის. ინფორმაცია ამ უკანასკნელმა თავად დაგვიდასტურა.
35-ე სკოლის მთავარ მწვრთნელს ნაკრებებში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია: კობა ჟორჟიკაშვილს 17-წლამდელებში ასისტენტის რანგში ეხმარებოდა, ახლახან კი კახა კაჭარავამ 19-წლამდელებშიც იგივე როლში მიიწვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"