19-წლამდელთა ნაკრებმა საკონტროლო შეხვედრა გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი- ოთარ კორღალიძე ) 18 მაისს "ბასაზე" საკონტროლო შეხვედრა ერთი წლით უმცროსებთან (1994 წელს დაბადებულები, მთავარი მწვრთნელი- კახა კაჭარავა) ჩაატარა.

სამწუხაროდ, ამ მატჩში საყრდენი ნახევარმცველი სანდრო რეხვიაშვილი დაშავდა და ხორვატიაში მისი გამგზავრება საეჭვოა.

უფროსებმა დიდი წინააღმდეგობის დაძლევით იმარჯვეს. კაჭარავას გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა - თავი სამუშიამ და მათიაშვილმა გამოიჩინეს. უფროსებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გიგაურის გოლით გაათანაბრეს.

კორღალიძის გუნდი მეორე ტაიმში გააქტიურ
და, წონასწორობა კი პენალტით პარუნაშვილმა აღადგინა 2:2.

მალე კვერნაძემ უფროსები შორეული დარტყმით დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

U19 (1993-წლიანები): ლეგაშვილი - ზარნაძე, გაგნიძე, სანდოხაძე, ჯგერენაია - პაპავა, გიგაური, პარუნაშვილი - ჭკუასელი, კვერნაძე, კიკნაველიძე.
შეცვლაზე: ტყეშელაშვილი, ტვილდიანი, გრიგალაშვილი, ენდელაძე, სამუშია, გაგოშიძე.

U19 (1994-წლიანები): ტაკიძე - მთივლიშვილი, ჩიტიშვილი, ნარმანია, კუსიანი - ექვთიმიშვილი, ლ. კვარაცხელია, ფონიავა - სამუშია, მათიაშვილი, ენდელაძე.
შეცვლაზე: გეგეჭკორი, შანგუა, ცნობილაძე, მარკოზაშვილი, ჯავახიშვილი, ჭანტურია, ზივზივაძე, ს. კვარაცხელია.

"უფროსუმცროსობა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი სირცხვილია ასეთი ნაკრებები. კაჭარავას ნაკრებში ისეთი ხალხი ყავს, თავიანთ გუნდებში ძირითად შემადგენლობაში ერთი მატჩიც არა აგვთ ნათამაშები. არადა კაჭარავას არ ეშლება ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა, ტესტ მატჩზე უკეთესი შემადგენლობა ყავდა.
messi
12:25 20-05-2012
0

სიახლეები პოპულარული