სამწუხაროდ, ამ მატჩში საყრდენი ნახევარმცველი სანდრო რეხვიაშვილი დაშავდა და ხორვატიაში მისი გამგზავრება საეჭვოა.
უფროსებმა დიდი წინააღმდეგობის დაძლევით იმარჯვეს. კაჭარავას გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა - თავი სამუშიამ და მათიაშვილმა გამოიჩინეს. უფროსებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გიგაურის გოლით გაათანაბრეს.
კორღალიძის გუნდი მეორე ტაიმში გააქტიურ
მალე კვერნაძემ უფროსები შორეული დარტყმით დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.
U19 (1993-წლიანები): ლეგაშვილი - ზარნაძე, გაგნიძე, სანდოხაძე, ჯგერენაია - პაპავა, გიგაური, პარუნაშვილი - ჭკუასელი, კვერნაძე, კიკნაველიძე.
შეცვლაზე: ტყეშელაშვილი, ტვილდიანი, გრიგალაშვილი, ენდელაძე, სამუშია, გაგოშიძე.
U19 (1994-წლიანები): ტაკიძე - მთივლიშვილი, ჩიტიშვილი, ნარმანია, კუსიანი - ექვთიმიშვილი, ლ. კვარაცხელია, ფონიავა - სამუშია, მათიაშვილი, ენდელაძე.
შეცვლაზე: გეგეჭკორი, შანგუა, ცნობილაძე, მარკოზაშვილი, ჯავახიშვილი, ჭანტურია, ზივზივაძე, ს. კვარაცხელია.
"უფროსუმცროსობა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"