17-წლამდელთა ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ევროპის ტალანტებში მოხვდა

AutoSharing Option
უეფას ჟურნალისტების ჯგუფმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის 10 ტალანტი გამოარჩია.

რჩეულთა შორის მოხვდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მცველი ოთარ კაკაბაძე.

უეფას ჟურნალისტთა ჯგუფმა ახალგაზრდა ქართველი მცველი შემდეგნაირად დაახასიათა:

"კაკაბაძე უკვე შემდგარი და, შეიძლება ითქვას, უნივერსალური ფეხბურთელია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, თუმცა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც თავს კომფორტულად გრძნობდა.

კაკაბაძე, დაცვაში კარგად თამაშის გარდა, საკუთარი გუნდის თითქმის ყველა სახიფათო შეტევაში იღებდა მონაწილეობას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული