მატჩი სტადიონ "იოსიპ სვეტოგ რადნიკაზე" თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
კორღალიძის რჩეული 18 ფეხბურთელი მატჩისთვის ზაგრებთან ახლომდებარე დასახლება ტუელიეში ემზადება. მატჩის წინა დღეს ნაკრებს დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძეც შეუერთდა და გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
რა განწყობაა ნაკრებში და რას ფიქრობენ ფეხბურთელები მეტოქეებსა და ჯგუფიდან გასვლის შანსებზე?
დავით ლეგაშვილი, მეკარე:
"შეკრებაზე ჩვენი მეტოქეების შეხვედრების ჩანაწერები ვნახეთ და სიმართლე გითხრათ, დამრჩა
ჩემი აზრით, ავსტრიასაც უნდა მოვუგოთ და ბოსნიასაც, რომელიც ყველაზე სუსტი გუნდი მგონია. ხორვატია კი მასპინძელია და დანარჩენებთან შედარებით მეტი შანსი აქვს.
ელიტრაუნდი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი წინსვლისთვისაც. ცხადია, ყველას უკეთეს ლიგასა და კლუბში მოხვედრა გვსურს. პირადად მე ზამთარში ერთი კვირით ავსტრიაში გასინჯვაზე "ზალცბურგმა" მიმიწვია და ახლა კიდევ ერთხელ ხორვატიაში დამაკვირდებიან.
ამის შემდეგ თბილისის "დინამოში" ფორმის აღდგენის საშუალება გიორგი დევდარიანმა მომცა. ბენდელას თასზე "დინამო 2"-ში ვითამაშე, სეზონის მსვლელობის დროს კი მეორე ლიგის "სასკოში" სამი შეხვედრა ჩავატარე.
სამწუხაროდ, ბოლო ერთი წელი არ მიმართლებდა; ახლა კი იმედი მაქვს, რომ ელიტრაუნდში წარმატებით ვითამაშებთ და გულშემატივარსაც გავახარებთ".
არჩილ ტვილდიანი, მცველი:
"ჩემი აზრით, ბოსნიასთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ტურნირის კარგად დაწყება ფსიქოლოგიურად წაგვადგება და შემდგომ თამაშებში მიზნის მიღწევას გაგვიადვილებს. თუმცა ტურნირზე ყველა შეხვედრა მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ.
მიმაჩნია, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს პოტენციალი, 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება გაიმეოროს და საქართველო გაახაროს".
ლაშა პარუნაშვილი, ნახევარმცველი:
"ნაკრებში მწვრთნელიც შეიცვალა და სათამაშო ტაქტიკაც, მაგრამ იგივე დარჩა ჩვენი განწყობა და სულისკვეთება. რაც მთავარია, კვლავ წარმატებულ გამოსვლასა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაზე ვფიქრობთ.
სხვათა შორის, ახალ ტაქტიკაზე გადაწყობაც არ გაგვჭირვებია. დევდარიანის დროს მოედნის ცენტრში ერთი საყრდენი გვყავდა და ორი შემტევი ნახევარმცველი, ახლა კი პირიქითაა, ორი საყრდენი და ერთი შემტევი ნახევარმცველი გვყავს, მაგრამ ამ ახალი ტაქტიკით პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე გუნდი ღირსეულად გამოვიდა".
ელიტრაუნდის მატჩების განრიგი:
25 მაისი
საქართველო-ბოსნია
27 მაისი
ხორვატია-საქართველო
30 მაისი
საქართველო-ავსტრია
ბოსნიით ვიწყებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ოთარ კორღალიძე: ბიჭებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენს უკან საქართველოა!
ოთარ კორღალიძე: ბიჭები გავაფრთხილე, რომ მსაჯებს საბაბი არ მისცენ