მატჩის წინ ჩვენი 19-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"როგორც იქნა, სრული შემადგენლობა შეიკრიბა და ძალიან მიხარია, რომ სხირტლაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ბიჭები მთელი სერიოზულობით ემზადებიან. გავალთ მოედანზე და ვეცდებით, ჩვენი საფეხბურთო პრინციპები ბოლომდე დავიცვათ. იმედია, ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.
თეორიულ მეცადინეობაზე მთელი გუნდი შევიკრიბეთ. არა მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები, არამედ ყველა - ექიმი, მასაჟისტი, ადმინისტრატორი... და საინტერესო საუბარიც გვქონდა.
ბიჭებმა
სადებიუტო მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ცხოვრებაშიც ასეა - როგორც დაიწყებ საქმეს, მერე ისე გაგრძელდება.
ასე რომ, იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ და ასე გავალთ ბოლომდე", - განაცხადა ოთარ კორღალიძემ.
ასევე იხილეთ
U19. საქართველი VS ბოსნია - ევროპის ფინალურ ეტაპზე გასვლის ფიქრით