ოთარ კორღალიძე: ბიჭებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენს უკან საქართველოა!

AutoSharing Option
25 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში პირველ მატჩს ბოსნიელ თანატოლებთან გამართავს.

მატჩის წინ ჩვენი 19-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"როგორც იქნა, სრული შემადგენლობა შეიკრიბა და ძალიან მიხარია, რომ სხირტლაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ბიჭები მთელი სერიოზულობით ემზადებიან. გავალთ მოედანზე და ვეცდებით, ჩვენი საფეხბურთო პრინციპები ბოლომდე დავიცვათ. იმედია, ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.

თეორიულ მეცადინეობაზე მთელი გუნდი შევიკრიბეთ. არა მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები, არამედ ყველა - ექიმი, მასაჟისტი, ადმინისტრატორი... და საინტერესო საუბარიც გვქონდა.

ბიჭებმა
უნდა იგრძნონ და იცოდნენ, რომ ერთი გუნდი ვართ და ჩვენს უკან საქართველოა. ახლობლები, მეგობრები და გულშემატკივართა დიდი არმია ელოდება ჩვენგან კარგ თამაშს და წარმატებას. ამას ყოველდღე ვუმეორებ ფეხბურთელებს.

სადებიუტო მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ცხოვრებაშიც ასეა - როგორც დაიწყებ საქმეს, მერე ისე გაგრძელდება.

ასე რომ, იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ და ასე გავალთ ბოლომდე", - განაცხადა ოთარ კორღალიძემ.

ასევე იხილეთ
U19. საქართველი VS ბოსნია - ევროპის ფინალურ ეტაპზე გასვლის ფიქრით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოთარ ბიჭო ფულის აგებას დაანებე თავი?
zvigeni
16:47 25-05-2012
0
ზვიგენი ხარ თუ ლიფსიტა რა Fულებზე ლაპარაკობ?თუ ამბობ უნდა დადო კიდეც დოკუმენტი და დაასაბუთო,რომ კორღალიძე კორუმპირებულია...თუ არა და ჭორიკანა დედაკაცს ემსგავსები!!!
zuzu
19:16 25-05-2012
0

სიახლეები პოპულარული