საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
27 მაისს, თბილისის დროით 18:30 სთ-ზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის VI ჯგუფის II ტურში მასპინძელი ხორვატიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, 25 მაისს ოთარ კორღალიძის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცოგოვინელ თანატოლებს 4:2 სძლიეს. პარალელური შეხვედრა კი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა: ხორვატია ავსტრიასთან ფრეს 2:2 დასჯერდა და შედეგად, ქართველი 19-წლამდელები ჯგუფში გალიდერდნენ.

საქართველო-ხორვატიის მატჩი ზაგრების სტადიონ "სიგეტზე" გაიმართება და მას კვლავაც დანიელი არბიტრი მიკაელ ტიუკგორი განსჯის, რომელიც  ბოსნიელებთან შეხვედრაში ჩვენთვის არცთუ მისაღებ გადაწყვეტილებებს იღებდა.

ხორვატიის ნაკრებთან წარმატების შემთხვევაში, ქართველი 19-წლამდელები ევროპის
ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, სადაც ჯგუფების პირველადგილოსნები მოხვდებიან. ფინალური სტადია ესტონეთში 3-15 ივლისს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 1 1 0 0 4:2 3
2.ხორვატია 1 0 1 0 2:2 1
3.ავსტრია 1 0 1 0 2:2 1
4.ბოსნია 1 0 0 1 2:4 0

27 მაისი, 18:30
საქართველო-ხორვატია
ბოსნია-ჰერცეგოვინა-ავსტრია

30 მაისი, 18:30
ავსტრია-საქართველო
ხორვატია-ბოსნია-ჰერცეგოვინა

ასევე იხილეთ
ოთარ კორღალიძე: ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და აუცილებლად მოუმატებს
საქართველო-ბოსნია 4:2 - "პატარა ჯვაროსნებმა" ბოსნიელები დაიბრიყვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული