თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრება დაიწყო. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ჯერ ავსტრიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და თურქეთის ეროვნული გუნდების მატჩს დაესწრო, ამჟამად კი ხორვატიაშია და ელიტრაუნდში მოასპარეზე 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებს აკვირდება.

ამასობაში გუნდი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტების, ზაურ სვანაძისა და გელა ინალიშვილის ხელმძღვანელობით ემზადება. მეკარეებს დავით გვარამაძე ამზადებს. უფრო სწორად, 29 მაისს მხოლოდ ცხინვალის "სპარტაკის" მეკარეს გიორგი ნადირაძეს ავარჯიშებდა, რადგან გამოძახებულებიდან ორი ჯერ შეკრებაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს: დავით ლეგაშვილი ხორვატიაშია, გიორგი ბეგაშვილი კი სუპერთასის მატჩის ჩასატარებლად "გაგრაში"
დარჩა და ნაკრებს მატჩის შემდეგ შეუერთდება.

სუპერთასის გამო ორი დღით გუნდში დარჩა "გაგრას" ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილიც. ამჟამად შეკრებაზე მხოლოდ 15 მოთამაშეა.

"ალექსანდრე ჩივაძის არყოფნაში საწვრთნელ პროცესს ზაურ სვანაძე უძღვება და ყველაფერი ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობს. ეროვნულიდან ოქრიაშვილი და კვირკველია უკვე შემოგვიერთდნენ. ველაპარაკეთ ლევან ყენიას და ის გუნდთან ერთად იქნება. ლევან მჭედლიძის ამბავი კი ჯერ გასარკვევია, რადგან "ემპოლი" გადათამაშებაში მონაწილეობს და ჯერ ჩვენთვის უცნობია, გამოუშვებს თუ არა გუნდი.

სამწუხაროდ, "გაგრას" მცველი ლაშა კალანდაძე და პოლონური "იაგელონიას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე "ნორჩ დინამოელთან" გამართულ ტესტ-მატჩში დაშავდნენ და ნაკრებთან ერთად მათი წამოსვლა გამოირიცხა.

Sportall.Geახალგაზრდული ნაკრები ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით 30 მაისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეიკრიბება: თბილისში შეკრებილი მოთამაშეებიდან საუკეთესოებს მინსკში 19-წლამდელების რამდენიმე წევრი და ამჟამად გერმანიაში მყოფი ლევან ყენია დაემატებიან, ესტონეთში კი ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი შემოგვიერთდება.

კონკურენცია დიდია, ესტონეთში კი 18-კაციანი განაცხადი უნდა გვქონდეს და ამიტომ მინსკის შეხვედრის შემდეგ კიდევ ორ ფეხბურთელზე მოგვიწევს უარის თქმა", - ამბობს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გელა ინალიშვილი.

29 მაისს გუნდმა მორიგი ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც "ორკარა" ითამაშეს. ბოლოს თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი ეფექტურად, "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა, მაგრამ კუნთი დაეჭიმა. საბედნიეროდ, საშიში არაფერია და ის მინსკში ნაკრებთან ერთად გაემგზავრება.

შეკრებაზე მყოფი მოთამაშეებიდან თბილისში დატოვეს ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი", რუსეთი), ნიკა აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), ლაშა გვალია ("კოლხეთი", ფოთი), მიხეილ სარდალიშვილი ("გაგრა"). ალექსანდრე ჩივაძემ კი ის 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მინსკში, ბელარუსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შეკრებს.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა").
მცველები: გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი ("დინამო" თბილისი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი")
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო" თბილისი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ლევან ყენია (უგუნდო), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი).
თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა კუკავა ("ბაია", ზუგდიდი).

სრული შემადგენლობით მხოლოდ ბელარუსში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ალექსანდრე ჩივაძე: ლევან ყენია სანაკრებო სიაშია და თუ ჩამოვა, ითამაშებს

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძმა იმიტო არ იყო რო 19 წლამდელებში იყო გამოძახებული ჭანტურია
tijana513
19:15 02-06-2012
0
ადმინ თუ წაიკითხავ იქნებ გაგვარკვიოთ, არც თქვენ და არც მსოფლიო სპორტმა არ დაწერა რატომ არ არის გიორგი ჭანტურია, იქნებ გაგვარკვიოთ!
WARNING!
16:56 30-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული