საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები Caspian Cup-ის პირველ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
30 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა ტურნირის - Caspian Cup-ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები. 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა თურქი თანატოლების წინააღმდეგ გამართეს.

სამწუხაროდ, ჩვენმა ბიჭებმა ეს შეხვედრა ანგარიშით 2-3 დათმეს. ქართველთა მხრიდან გოლები კერესელიძემ და ზარანდიამ გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ 31 მაისს გამართავს. ჯგუფში ჩვენს გუნდთან ერთად თურქეთის, იაპონიისა და უზბეკეთის გუნდები ასპარეზობენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ლატვიის, საქართველოსა და იაპონიის 16-წლამდელთა ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული