U19. საქართველო VS ავსტრია - გამარჯვება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი

AutoSharing Option
30 მაისს, თბილისის დროით 18:30 სთ-ზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის VI ჯგუფის ბოლო მატჩში ავსტრიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის. ოთარ კორღალიძის შეგირდებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსი რჩებათ - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია უნდა დაამარცხოს, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა ბოსნიასთან არ უნდა მოიგოს.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ბიჭებისთვის ავსტრიის დამარცხება გადაუჭრელი ამოცანა არ უნდა იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ბოსნიის ნაკრებზე, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია და 30 მაისს ელიტრაუნდის მასპინძელ, საკმაოდ ძლიერ ხორვატიის ნაკრებთან საეჭვოა,
რამეს გახდეს.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 2 1 1 0 5-3 4
2. ავსტრია 2 1 1 0 4-2 4
3. საქართველო 2 1 0 1 5-5 3
4. ბოსნია 2 0 0 2 2-5 0

25 მაისი
საქართველო-ბოსნია 4:2

27 მაისი
საქართველო-ხორვატია 1:3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული