U19. საქართველო-ავსტრია 2:1 [ტექსტური ტრანსლაცია]

AutoSharing Option
30 მაისი. ველიკა გორიცა.
საქართველო-ავსტრია 2:1

საქართველო: ლევან ტყეშელაშვილი, თედო გრიგალაშვილი, გიორგი გაგნიძე, ნიკა სანდოხაძე, ვალერი ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, დავით სხირტლაძე, გიორგი ჭანტურია, გიორგი პაპავა, ნოდარ კიკნაველიძე, გიორგი ჯგერენაია.

სათადარიგოები: დავით ლეგაშვილი, არჩილ ტვილდიანი, მერაბ გიგაური, დავით გელაშვილი, კონსტანტინე ზარნაძე, გურამ სამუშია, ოთარ კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე

ტექსტური ტრანსლაცია

მატჩი დასრულდა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება მიითვალა, თუმცა ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ელიტრაუნდის ჯგუფური ტურნირის მასპინძელმა ხორვატებმა პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცოგოვინელ თანატოლებს ანგარიშით 2:0
სძლიეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

90 წუთი: პაველიჩის დარტყმა ტეყეშელაშვილის კარს აცდა.
85 წუთი: სამუშიამ ყაზაიშვილი შეცვალა.
85 წუთი: ყაზაიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
82 წუთი: ჭანტურია კუთხურს აწვდის.
74 წუთი: ჭანტურიას დარტყმული ავსტრიელთა კარს აცდა.
70 წუთი: ვიმერმა ყვითელი ბარათი მიიღო.
68 წუთი: ჭანტურიამ გოლი გაიტან. 2:1.
67 წუთი: ტყეშელაშვილმა შოპფის დარტყმული მოიგერია.
64 წუთი: პაპავას დარტყმული ავსტრიელთა კარს აცდა.
62 წუთი: ყაზაიშვილმა ავსტრიელთა კარში დაარტყა. შტრებინგერმა მისი დარტყმული მოიგერია.
58 წუთი: ტყეშელაშვილმა ავსტრიელთა დარტყმა მოიგერია.
52 წუთი: გელაშვილმა სხირტლაძე შეცვალა.
51 წუთი: ვასტიჩმა საქართველოს ნაკრებში გოლი გაიტანა. 1:1.
46 წუთი: მეორე ტაიმი დაიწყო.

პირველი ტაიმი დასრულდა.

45+2: ნოიხოლდმა ყვითელი ბარათი მიიღო.
45+1: სხირტლაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.
44 წუთი: გიგაურმა ყვითელი ბარათი მიიღო.
40 წუთი: ჭანტურიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით საქართველო დააწინაურა. 1:0.
39 წუთი: შპენდლხოფერმა წითელი ბარათი მიიღო.
37 წუთი: კიკნაველიძე გიგაურმა შეცვალა.
33 წუთი: შტეგერის დარტმის შემდეგ ტყეშელაშვილმა საკუთარი კარი იხსნა.
31 წუთი: ჭანტურიას დარტყმული ბურთი შტრებინგერმა მოიგერია.
26 წუთი: მურგი საჯარიმო დარტყმას ასრულებს.
22 წუთი: შტეგერის დარტყმა კარს აცდა.
16 წუთი: მურგი კუთხურს აწვდის.
14 წუთი: შტრებინგერმა ავსტრიელთა კარი გოლისგან იხსნა.
14 წუთი: ყაზაიშვილი ურტყამს კარში.
5 წუთი: შტეგერი საჯარიმო დარტყმას ასრულებს.
1 წუთი: მატჩი დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თანამედროვე ფეხბურთელმა შეტევასთან ერთად დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უნდა იცოდეს.კარგი დაცვით შესაძლებელი იყო ხორვატიასთან ფრე გვეთამაშა.
malxazi
21:52 30-05-2012
0
თუმცა მაინც არ გვშველის - ხორვატიამ მოიგო... 2:0
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული