საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა იაპონელი თანატოლები 6:3 დაამარცხა

AutoSharing Option
31 მაისს Caspian Cup-ის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა იაპონელი თანატოლების წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით - 6:3 გაიმარჯვა.

ქართველთა მხრიდან გოლები ზურაბ მალანიამ (პენალტი), აკაკი შულაიამ, ილია კერძევაძემ, ლუკა ზარანდიამ (დუბლი შეასრულა) და ცოტნე მესხმა გაიტანეს. 

პირველი ტაიმი იაპონელთა გამარჯვებით, 2:3 დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა სიტუაციის შემობრუნება შეძლეს, მეტოქეს მეტი გოლის გატანის საშუალება არ მისცეს და საპასუხოდ კიდევ 4 გოლიც გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ 1 ივნისს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ჩვენს
გუნდთან ერთად თურქეთის, იაპონიისა და უზბეკეთის გუნდები ასპარეზობენ.

აღნიშნულ ტურნირში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ლატვიის, საქართველოსა და იაპონიის 16-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობენ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული