საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ფინალშია

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე "კასპიის თასზე" საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უზბეკეთს 2:1 სძლია და იმის წყალობით, რომ ჩვენმა დამმარცხებელმა თურქეთმა იაპონიასთან წააგო, ფინალის საგზური ნოდარ აკობიას გუნდმა მოიპოვა.

4 ივნისს ფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

ანგარიში უზბეკებმა მე-5 წუთზე გახსნეს. შესაბამისად, მე-6 და 45-ე წუთებზე კი თავი გიორგი ბერიძემ და ლუკა ზარანდიამ გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: გოცაძე, მალანია, მარგველაშვილი, თევზაძე, ზარანდია (78. გოროზია), ბერიძე, მესხი (51. ლაშხია), კერძევაძე, ბარამიძე, გელაშვილი, ხორხელი (58. შულაია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული