ჩვენმა გუნდმა ტურნირი თურქეთთან მარცხით დაიწყო, მაგრამ მაინც ჩემპიონი გახდა - საქართველოს ნაკრებმა ფინალი 1:0 მოიგო, გამარჯვების გოლი კი 71-ე წუთზე რევაზ ბარამიძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:
გოშაძე, ველიაშვილი, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ზარანდია, ბერიძე, მესხი (47. ლაშხია), კერძევაძე, ხორხელი (64. ბარამიძე), შულაია.
ტურნირზე მესამე ადგილი უზბეკეთმა დაიკავა, დანარჩენი პოზიციები კი ასე განაწილდა: 4. ყაზახეთი, 5. ლიტვა, 6. თურქეთი, 7. იაპონია, 8.
აღსანიშნავია, რომ "კასპიის თასის" საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუკა ზარანდია დაასახელეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს კი უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვუწუდოთ 17-წლამდელთა ნაკრები. შეგახსენებთ, ეს ვასილ მაისურაძის გუნდის შემდეგი თაობაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემოდგომიდან ჩაერთვება. საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიანი ჯგუფის მასპინძელი იქნება. ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მთავარი მწვრთნელი შეეცვლება და ნოდარ აკობიას ადგილს გიორგი დევდარიანი დაიკავებს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ მას ამ ასაკობრივ ნაკრებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს. დევდარიანის ბოლო სამუშაო ადგილი კი თბილისის "დინამო" იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"