31 მაისს ესტონელები ტალინის "ლილეკიულას" არენაზე ლიდერ ესპანეთთან 0:1 დამარცხდნენ და 1 ქულით ჯგუფის აუტსაიდერები არიან; თუმცა ბალტიელებს იმედი აქვთ, რომ 3-ქულიან საქართველოს მოუგებენ და ბოლო ადგილზე გადაანაცვლებენ.
საბედნიეროდ, ჩვენს გუნდშიც ანალოგიური განწყობაა: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ ახლახან მინსკში ბელარუსის 20-წლამდელთა ნაკრებს 1:0 სძლია და ტალინშიც მოსაგებად ჩავიდა.
ოპტიმისტურად არის განწყობილი ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძეც, რომელმაც მინსკში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისურა მეორედ მოირგო.
"მიმაჩნია, რომ ბელარუსთან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს აშკარად
ასე რომ, მინსკში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
ალექსანდრე ჩივაძემ თავდასხმის ცენტრში მარტო დამაყენა. საგოლე მომენტი მეც მქონდა, საჯარიმოში კუთხიდან შევედი და გატანა შემეძლო, მაგრამ მეკარემ ამიღო.
ტალინში 2 ივნისს ჩამოვფრინდით და ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. გუნდში კარგი განწყობაა და ვფიქრობ, ესტონელებთან მოგება შეგვიძლია", - ამბობს საბანაძე.
U21. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.
V ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 6 0 0 21-2 21
2. შვეიცარია 5 3 1 1 10-3 10
3. ხორვატია 5 2 0 3 5-7 6
4. საქართველო 5 1 0 4 3-15 3
5. ესტონეთი 5 0 1 4 0-12 1
ჯგუფის დარჩენილი მატჩები
5 ივნისი
ესტონეთი-საქართველო
15 აგვისტო
საქართველო-ხორვატია
6 სექტემბერი
საქართველო-ესტონეთი
6 სექტემბერი
შვეიცარია-ესპანეთი
10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
10 სექტემბერი
შვეიცარია-ესტონეთი
ნიკა საბანაძე: ნაკრებში კარგი განწყობილებაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ბელორუსი-საქართველო 0:1 - ალექსანდრე ჩივაძის წარმატებული დებიუტი
თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა
ზაქარია ბეგლარიშვილი: მჯერა, ესტონეთის ნაკრებს მოვუგებთ!