თვეზე ნაკლები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. პირველი ჯგუფური რაუნდისთვის ვლადიმერ გუცაევის გუნდი უკვე კარგა ხანია ემზადება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის მატჩებს პორტუგალია უმასპინძლებს. პორტუგალიელთა გარდა, ჯგუფის მეტოქეებად საბერძნეთისა და აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებები გვეყოლება. ჩვენი ჯგუფის სათამაშო კალენდარი უკვე ცნობილია და აქვე გაგაცნობთ.
11 ოქტომბერი
საბერძნეთი-საქართველო
პორტუგალია-აზერბაიჯანი
13 ოქტომბერი
საბერძნეთი-აზერბაიჯანი
საქართველო-პორტუგალია
16 ოქტომბერი
პორტუგალია-საბერძნეთი
აზერბაიჯანი-საქართველო