გუნდი სასტუმრო "ვარაზში" დაბინავდა და საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე ვარჯიშობს. 20-25 ივლისს მინსკის დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი კაჭარავას გუნდის პირველი გამოცდა იქნება. ქართველი 19-წლამდელები ბელორუსისა და ისრაელის ნაკრებებს გაეჯიბრებიან.
ამჟამად შეკრებაზე 22 ფეხბურთელია, თუმცა არაა გამორიცხული, მთავარმა მწვრთნელმა სამი მოთამაშე კიდევ დაიმატოს. მინსკში კი მხოლოდ 18 მოთამაშეს წაიყვანს.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე იმყოფებიან: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), შალვა ექვთიმიშვილი, დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი",
ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თბილისის "დინამო 2"-ის 18 წლის ტანმაღალი თავდამსხმელის (194 სმ), ნიკა კაჭარავას გრაფაში შვეიცარიული კლუბი "ვანდიში" ეწერა. ნიკა კახა კაჭარავას ვაჟია და კომენტარი ვთხოვეთ.
"ნიკა რამდენიმე თვეა, შვეიცარიაში იმყოფებოდა. თავიდან ჩელენჯლიგის კლუბ "კიასოში" ვარჯიშობდა. მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო "ვანდიშში" გაანათხოვრეს.
ეგაა, სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს და ახლა იძულებული გახდა, ჩამოსულიყო.
ალბათ, შვეიცარიაში ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში გაბრუნდება. მანამდე კი რომელიმე ქართულ კლუბში ითამაშებს", - გვითხრა კახა კაჭარავამ.
საგურამოში, ბაზაზე 19-წლამდელებმა ბოლო თვეში მეოთხე საკონტროლო შეხვედრა "გაგრასთან" 15 ივლისს გამართეს და 0:2 დამარცხდნენ. 34-ე წუთზე, ტეიდის გადაცემის შემდეგ, ირაკლი ხუციძემ წინ გამოსულ მეკარეს ადვილად აჯობა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შესულმა გაგრელმა ზაზა ნადირაძემ დაახლოებით 26 მეტრიდან ჩინებულად შეასრულა საჯარიმო და ნაკრების კარი მეორედ აიღო - 0:2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"