19-წლამდელები მინსკში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 22 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ბელორუსებს დაუპირისპირდებიან; ხოლო 24 ივლისს, ჩვენი დროით 15:00 საათზე კი, ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშებენ.
კახა კაჭარავამ ბელორუსში 18 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), რომან ტაკიძე ("დინამო" ბათუმი)
მცველები: დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი), დავით მთივლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), პაპუნა
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კაჭარავა ("დინამო" თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი)
ჩვენს გუნდს მინსკში შეუერთდება სანკტ-პეტერბურგის "რუს"-ის ფორვარდი - ლაშა ომანიძე, რომელიც პირველადაა ნაკრებში გამოძახებული და მწვრთნელი მას უშუალოდ იქაურ ვარჯიშებზე დააკვირდება.
gbf.ge