19-წლამდელთა ნაკრები გამთენიისას ბელორუსში გაემგზავრა

AutoSharing Option
20 ივლისს, გამთენიისას, ბელორუსში გაემგზავრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც კახა კაჭარავა წვრთნის.

19-წლამდელები მინსკში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 22 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ბელორუსებს დაუპირისპირდებიან; ხოლო 24 ივლისს, ჩვენი დროით 15:00 საათზე კი, ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშებენ.

კახა კაჭარავამ ბელორუსში 18 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), რომან ტაკიძე ("დინამო" ბათუმი)
მცველები: დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი), დავით მთივლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), პაპუნა
ფონიავა ("მერანი", მარტვილი), თეიმურაზ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა დიასამიძე ("დინამო" ბათუმი), გოგი გოგიჩაიშვილი ("ჩხერიმელა", ხარაგაული), შალვა ექვთიმიშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი")
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კაჭარავა ("დინამო" თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი)

ჩვენს გუნდს მინსკში შეუერთდება სანკტ-პეტერბურგის "რუს"-ის ფორვარდი - ლაშა ომანიძე, რომელიც პირველადაა ნაკრებში გამოძახებული და მწვრთნელი მას უშუალოდ იქაურ ვარჯიშებზე დააკვირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული