ჩვენმა ახალგაზრდებმა მანამდე ევრობასკეტზე ექვსი შეხვედრა ჩაატარეს და პირველი გამრჯვება მეშვიდეში იზეიმეს.
ეს ერთგვარად მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ მეტოქე ესტონეთის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ორი ამხანაგური დავთმეთ და ევროპის ჩემპიონატზე 16 ივლისსაც დავმარცხდით.
საკონტროლო შეხვედრების შემდეგ მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა აღნიშნა - ესტონელებს ჩვენზე ძლიერი გუნდი ჰყავთო. სასაიმოვნო სწორედ ისაა, რომ ასეთი მეტოქე დავამარცხეთ.
ახლა ორიოდე სიტყვა უშუალოდ თამაშზე ვთქვათ. შეხვედრა თავიდან
ამას მოჰყვა ოთარ ფხაკაძის ხუთი ქულა, ნოდარ თენიეშვილის ორქულიანი და ჩვენი გუნდი 69-მდე ავიდა.
თუმცა გულხელდაკრეფილნი არც ესტონელები მდგარან, საფინალო სირენამდე 1:38 წუთით ადრე ტაბლოს ორივე მხარეს ერთნაირი ანგარიში ეწერა - 69:69.
მატჩის დასრულებას 40 წამი უკლდა, როცა ადრე ბურჯანაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, იგივე გაიმეორა დუდა სანაძემ (21 წამით ადრე) და 73:69.
დარჩენილ დროში ესტონელებმა ოთხქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.
ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის ბომბარდირი გახდა ბექა ბურჯანაძე (22 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო ვიცე-სნაიპერი რეზო როგავა იყო, რომელმაც 15-დან 9 ქულა სამქულიანებით მოაგროვა (არადა, მხოლოდ 4 სამიანი სტყორცნა). 11 ქულა სანაძის ანგარიშზეა, 10 - მერაბ ბოქოლიშვილისა.
ქართველებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფარქვეშ - მოხსნებში 52:38 იმარჯვეს (მეტოქის ფარიდან ასხლეტილ ბურთს 21-ჯერ დაეუფლნენ).
21 ივლისს დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩერნოგორიას დაუპირისპირდება.
20 ივლისი
საქართველო-ესტონეთი 75:72
17:17, 16:19, 20:19, 22:17
საქართველო: ფხაკაძე (27 წთ, 5ქ, 5მ, 3პ, 2ჩ), სანაძე (37 წთ, 11ქ, 4მ), ბოქოლიშვილი (38 წთ, 10ქ, 4მ), მაჩალაძე (3 წთ), თენიეშვილი (21 წთ, 4ქ, 7მ), ალხანაიძე (4ქ, 8მ), როგავა (17 წთ, 15ქ, 6მ, 2პ), ლომინაშვილი (6 წთ, 4ქ, 4მ), ბურჯანაძე (33 წთ, 22ქ, 12მ, 2ჩ).
ესტონეთი: ლაანე (11ქ), მეტსალუ (14ქ), პაასოია (12ქ), რააპი (15ქ)...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩერნოგორიასთანაც წააგო
20-წლამდელთა მორიგი მარცხი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გინდა ახტი, გინდა დახტი...
დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო