ქართველმა ახალგაზრდებმა მინსკში მეორე ამხანაგური შეხვედრა ისრაელთან ჩაატარეს.
პირველი მატჩი ქართველებმა მასპინძელ ბელარუსთან 0:1 წააგეს. ამჯერად კაჭარავას გაწვრთნილებმა ისრაელს 2:0 მოუგეს.
პირველი ბურთი მეტოქის კარში ცენტრალურმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ 36-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"