საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელთან იმარჯვა

AutoSharing Option
კახა კაჭარავას გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსში შეკრება მოგებით დაასრულა.

ქართველმა ახალგაზრდებმა მინსკში მეორე ამხანაგური შეხვედრა ისრაელთან ჩაატარეს.

პირველი მატჩი ქართველებმა მასპინძელ ბელარუსთან 0:1 წააგეს. ამჯერად კაჭარავას გაწვრთნილებმა ისრაელს 2:0 მოუგეს.

პირველი ბურთი მეტოქის კარში ცენტრალურმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ 36-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული