ივო შუშაკი: ვწუხვარ, რომ საქართველოში მოწინააღმდეგის რანგში ჩამოვედი

AutoSharing Option
15 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ციკლის შეხვედრას ხორვატ თანატოლებთან თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ორჯერ არის გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. დასაკვეხნი ამაში, ალბათ, არაფერია, თუმცა ყველაფერი შედარებითია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორვატია ამ ასაკშიც ჩვენზე წარმატებულია.

2000 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სლოვაკეთში გაიმართა და გუნდს მაშინაც ივო შუშაკი თავკაცობდა.

14 აგვისტოს შუშაკის გუნდი საღამოს რვა საათისთვის გავიდა სავარჯიშოდ "მიხეილ მესხზე". მატჩის წინა დღის ვარჯიში ისეთია, მასზე ბევრს ვერაფერს რომ ვერ იტყვი.

თამაშის წინა
დღეს მწვრთნელი ვარჯიშზე უფრო იმას ცდილობს, რომ გუნდს ტონუსი შეუნარჩუნოს და ის მოედანი გააცნოს, სადაც მეორე დღეს ბრძოლა ექნება გადასატანი.

ბრძოლა კი ხორვატებს მართლაც ეხერხებათ. იქაური ახალგაზრდებისთვისაც ფეხბურთი წარმატების ერთ-ერთი იშვიათი საშუალებაა.

64 წლის შუშაკი კვლავაც მხნედ გამოიყურება. არ დაუკარგავს ის ემოციურობა, რაც მას "დინამო თბილისის" ვარჯიშებზე ახასიათებდა. შუშაკი ახლაც დამუხტული ჩანდა.

ხორვატი სპეციალისტი საქართველოში მუშაობისას ჟურნალისტებთან ნორმალური დამოკიდებულებითაც გამოირჩეოდა. ახლა კი მას პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია, ალბათ, არ ჩათვალა ეს აუცილებლად.

"საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. ახლა კი, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგის როლში ვარ, მაგრამ რა გაეწყობა, ეს სპორტია.

კარგი თამაშის მოლოდინში ვარ. ალექსანდრე ჩივაძე ჩემი მეგობარია, მისი გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ფეარ პლეის პრინციპების დაცვით იქნება"
, - გვითხრა დამტვრეული რუსულით შუშაკმა.

ივო შუშაკი: არ დაგავიწყდეთ ფეარ პლეი! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო VS ხორვატია - პასუხისმგებლობა და თვითშეგნება
ჩივაძე VS შუშაკი - ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული