ხორვატები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით თამაშს გადარჩნენ

AutoSharing Option
ხორვატიის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების ფორმებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოხსნილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა განუცხადა, ფორმები თბილისში 15 აგვისტოს, დილით ჩამოიტანეს.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის ნაკრების წარმომადგენლები ბარგის წამოსაღებად არიან წასულები. მათ ჩამოუვიდათ ფორმებიც. ისინი დღევანდელ მატჩში საკუთარი ფორმებით იასპარეზებენ", - განაცხადა ეკა ელოშვილმა.

ხორვატიის დელეგაციამ ბარგი ზაგრების აეროპორტში დაკარგა და ფორმა დროულად რომ არ მიეღო, შესაძლოა, ხორვატიაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით გამოსულიყო მოედანზე.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა 15 აგვისტოს,
20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო VS ხორვატია - პასუხისმგებლობა და თვითშეგნება
ივო შუშაკი: ვწუხვარ, რომ საქართველოში მოწინააღმდეგის რანგში ჩამოვედი

ჩივაძე VS შუშაკი - ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული