საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სომეხ თანატოლთა გუნდს გაეჯიბრება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი შეკრება დაიწყო. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა "გაგრასთან" 2:3 წააგეს, 22 და 24 აგვისტოს კი ორ ტესტ-მატჩს გამართავენ სომხეთის 19-წლამდელებთან, რომლებიც თბილისში სტუმრად იმყოფებიან.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, კაჭარავამ შეკრებაზე შემდეგი 23 ფეხბურთელი გამოიძახა:
ნიკა დიასამიძე ("დინამო" ბათუმი), ნიკა შერმადინი ("ჩიხურა", საჩხერე), გაბრიელ თებიძე ("მეტალურგი", რუსთავი), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე "ლოკომოტივი" თბილისი), ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა "დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე "მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, გიორგი ფანცულაია
(ორივე "ტორპედო", ქუთაისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი), ბაჩო არაბული ("საბურთალო"), ავთო ენდელაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი ("ზუგდიდი"), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი), ნიკა კაჭარავა ("ვანდიში", შვეიცარია), ირაკლი ღერკელაშვილი ("ობოლონი", უკრაინა), გიორგი გადრანი ("გაგრა"), ირაკლი გერგაია ("კოლხეთი", ხობი )

ორივე მატჩი 22 და 24 აგვისტოს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 17:30 წუთზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული