U16. ლიტვა-საქართველო 5:1 - მწარე მარცხი პალანგას თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის თასზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო - ნოდარ აკობიას გუნდი პირველ ტურში მასპინძელ ლიტვის ნაკრებს შეხვდა და 1:5 განადგურდა.

ამით, ბუნებრივია, ქართველებმა ტურნირის ფინალში გასვლის შანსი დაკარგეს და ახლა, მაქსიმუმ, მესამე ადგილისთვის შეძლონ ბრძოლა.

საამისოდ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში გერმანიის რეგიონალური ნაკრების დამარცხებაა საჭირო.

ეს შეხვედრა 25 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული