სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელები შეაქო

AutoSharing Option
თბილისში ხანმოკლე შეკრება მოაწყო სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც კახა კაჭარავას გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ამხანაგურად ორჯერ შეხვდება: პირველი მატჩი ჩვენების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მეორე კი 24 აგვისტოს გაიმართება.

სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აშოტ ავეტისიანი თამაშით კმაყოფილი დარჩა:

"გამიკვირდა, რომ საკმაოდ ნორმალური მსაჯობა იყო და პრეტენზია არ მქონია. თამაშიც მომეწონა. ჩვენ კარგად ჩავატარეთ პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის საწყისი 15 წუთი.

მერე შეცვლები გავაკეთე და იმედი მქონდა, რომ თამაშს გავამწვავებდით, მაგრამ ამის ნაცვლად, გუნდი ძალიან აირია, თქვენებმა კი კარგად შეუტიეს და ძალიან
მწვავედ ითამაშეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მატჩი ჩვენ ძალიან წაგვადგება. საკონტროლოები ჩვენც ძალიან გვჭირდება, რადგან, ფაქტობრივად, ბლოკადაში ვართ და მხოლოდ საქართველოსა და ირანს თუ ვეთამაშებით; სხვებს, ფაქტობრივად, ვერც ვხვდებით.

ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, ჩვენი ფედერაციები შეთანხმდებიან და შესარჩევი ციკლის დაწყებამდე თქვენები საპასუხოდ ერევანში გვესტუმრებიან.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ მომეწონა, კარგი გუნდია, ნიჭიერი ბავშვები ყოველთვის გყავდათ და ახლაც ბევრი საინტერესო ახალგაზრდა შევნიშნე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U-19. საქართველო-სომხეთი 1:0 - ქარს გატანებული მომენტები
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღთ ბიჭებო, გაიხარეთ. ტრადიციას გაგრძელება უნდა!
gaiozi
23:08 25-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული