ჩვენი 17-წლამდელები ქალაქ პლოცკში, საერთაშორისო ტურნირზე - "Syrenka Cup"-ზე არიან მიწვეულები.
"Syrenka Cup" ტრადიციული ტურნირია და უკვე 27-ედ ტარდება. შეჯიბრების ორგანიზატორი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაა.
ტურნირი "სათასო" სისტემით ტარდება, ანუ თითოეულ ჯგუფში პირველი მატჩების შემდეგ გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან, დამარცხებულები კი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.
Syrenka Cup-2012-ზე რვა გუნდი მონაწილეობს: პოლონეთი, საქართველო, კვიპროსი, ნორვეგია, დანია, ჩრდ.ირლანდია, უკრაინა, საბერძნეთი.
გუნდები ორ ჯგუფად არიან დაყოფილები. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს
დევდარიანის ფეხბურთელები პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, პოლონელთა წინააღმდეგ გამართავენ. ამავე დღეს ითამაშებენ კვიპროსი და ნორვეგია და სწორედ პირველი სათამაშო დღის შემდეგ გაირკვევა, ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე კვიპროსი იქნება თუ ნორვეგია.
მეორე მატჩები 29 აგვისტოს გაიმართება, დასკვნითი შეხვედრები კი - 31 აგვისტოს.
ამჟამად 17-წლამდელები საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადიან:
მეკარეები: ოთო გოშაძე ("საბურთალო"), გიორგი ჩაფიძე ("დინამო", თბილისი)
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურა გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, გიორგი თევზაძე, ნიკა ველიაშვილი, ლევან ასპინძელაშვილი (ყველა "საბურთალო"), ჯემალ ტაბიძე, ზურა მალანია (ორივე "ბაია", ზუგდიდი)
ნახევარმცველები: ანრი არველაძე, გიორგი ხარაიშვილი, რევაზ ბარამიძე, ილია ბერიძე (ყველა "საბურთალო"), ცოტნე მესხი (35-ე სკოლა), ზურა ჯაფიაშვილი, თენგიზ გოროზია (ორივე "დინამო", თბილისი), გიორგი ბერიძე ("ჩიხურა", საჩხერე)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (35-ე სკოლა), გიორგი ხორხელი ("საბურთალო"), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია)
gff.ge