კაჭარავა იმასაც არ დაელოდა, ესა თუ ის ნაკრები ჩვენთან პაექრობას როდის დათანხმდებოდა და საინტერესო მოთამაშეები პირველლიგელ "გაგრასთან" ხუთ (?!) საკონტროლო მატჩში გამოსცადა.
მერე საერთაშორისო სპარინგების დროც დადგა: 22 ივლისს მინსკში ჯერ ბელორუს თანატოლებთან, 24 ივლისს კი - ისრაელთან. ერთი კვირის წინ კი სომხებს ვუმასპინძლეთ და ორივე მატჩი მოვუგეთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 26 ოქტომბერს ჩაერთვება: ხორვატიაში
კახა კაჭარავას განვლილ შეხვედრებსა და მომავალ შესარჩევ ციკლზე ვესაუბრეთ.
- სომხებთან ნებისმიერი მატჩი პრინციპულია და შეიძლება ითქვას, დაძაბულობით ოფიციალურთან არის მიახლოებული. ასე იყო ამჯერადაც.
- რა თქმა უნდა. სომხებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მეზობლებში პირველობისთვის ყოველთვის არის დავა და ამიტომ ამხანაგურ მატჩებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჩემი კარიერის პერიოდშიც ასე იყო, არცერთი შეხვედრა უბრძოლველად არ ჩაივლიდა. ამიტომაც გვსურდა სომხებთან სპარინგი - ვიცოდი, რომ ეს გასეირნება არ იქნებოდა.
ისიც კარგია, ორივე შეხვედრა რომ მოვიგეთ - ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის. მათ ეს გამარჯვებები დაიმსახურეს.
- ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიეთ?
- ნელ-ნელა ნაკლის გამოსწორებას ვცდილობთ. მაგალითად, გუნდი სომხებთან პირველ მატჩში უფრო არ მომეწონა, ვიდრე მეორეში.
ძიებას შემდეგშიც გავაგრძელებთ. გამოსაძახებელთა სია "გაიფილტრება" და ბირთვიც გამოიკვეთება.
მოთამაშეს, რაც უნდა კარგი სახელი ჰქონდეს, ეს არის ქვეყნის გუნდი და მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოებს მივიწვევ. თავის გამოჩენის შანსი და სტიმული კი ყველას ექნება, რადგან უნდა იცოდნენ - კარგად თუ ივარჯიშებს და ითამაშებს, ნაკრებში მოხვდება.
- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. ყველა საინტერესო მოთამაშე ნახეთ?
- ამიტომ ვატარებთ ამდენ საკონტროლო შეხვედრას, რომ არავინ გამოგვრჩეს. სელექცია ერთჯერადი პროცესი არ არის, შესარჩევ ციკლამდე ჩვენს რესურსს მაქსიმალურად გადავხედავთ.
- როდესაც სანაკრებო სია გამოქვეყნდა, თქვენი შვილის, ნიკა კაჭარავას გრაფაში შვეიცარიული კლუბი "ვანდიში" ეწერა. ნიკა ისევ შვეიცარიაში დაბრუნდა?
- ჯერ არ დაბრუნებულა, რადგან სამუშაო ვიზის გარეშე შვეიცარიაში 90 დღეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ გააჩნია და ვნახოთ, ეს პრობლემა მოგვარდება თუ არა. ვფიქრობ, იანვარში გუნდში ისევ დაბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სომხეთი 4:0 - ქარბორბალა მეტოქის კართან
U-19. საქართველო-სომხეთი 1:0 - ქარს გატანებული მომენტები
სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელები შეაქო