ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრების სია გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს, უეფას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.

ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი")
მცველები: მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი, (ორივე "ზესტაფონი"), სოლომონ კვირკველია ("ნეფტეხიმიკი" ნიჟეკამსკი, რუსეთი), გიორგი გაგნიძე, არჩილ ტვილდიანი (ორივე "დინამო", თბილისი), გიორგი ქიმაძე ("ჩიხურა", საჩხერე)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა ჩაფიძე, ლაშა პარუნაშვილი (ხუთივე "დინამო", თბილისი), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ბესიკ დეკანოიძე, დავით კირკიტაძე (ორივე
"ჩიხურა", საჩხერე)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), თორნიკე მუმლაძე ("ჩიხურა", საჩხერე) გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია)

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მატჩისთვის მზადებას 3 სექტემბერს დაიწყებს. შეხვედრა საქართველოსა და ესტონეთის ახალგაზრდულ გუნდს შორის მესხის სახელობის სტადიონზე 6 სექტემბერს, 19 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ახალგაზრდული ნაკრები - სუბიექტური შეფასება ობიექტურ ფაქტებზე
U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით
ალექსანდრე ჩივაძე: რაზე უნდა ველაპარაკო ფეხბურთელს, 90 წუთი თამაში რომ არ შეუძლია?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული