17-წლამდელები "სირენკა კაპის" ფინალში დამარცხდნენ

AutoSharing Option
31 აგვისტოს გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "სირენკა კაპის" ფინალში დანიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენი შეხვედრა საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

დანიელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ არა სათამაშოს.

დევდარიანის გუნდი კონტრშეტევებზე თამაშობდა და ამ ტაქტიკამ 71-ე წუთზე შედეგიც გამოიღო: მეტოქის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა ზუსტად შეასრულა - 1:0.

17-წლამდელების შეხვედრა 40-წუთიანია და მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 9 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მართლაც ბავშვური შეცდომების გამო გაანიავა: 77-ე
წუთზე ანდრიას ჰისტენსენმა ანგარიში გაათნაბრა, 80-ე წუთზე კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კრისტიანსენმა თავით კარში გააგზავნა და ტურნირის გამარჯვებული დანია გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული