4 სექტემბერს, საღამოს, ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი სწორედ ამ არენაზე ავარჯიშა. წვრთნა დახურული იყო, ჟურნალისტებს მხოლოდ 15 წუთით შეგვეძლო ვარჯიშზე დასწრება.
ჯგუფში მესამე ადგილის შენარჩუნება და თან მზადება ახალი შესარჩევი ციკლისთვის - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ასეთი გეზი აირჩია და ესტონეთთან მატჩისთვის, ფაქტობრივად, ექსპერიმენტულ შემადგენლობას უხმო.
ჩივაძემ, სხვათა გარდა, არ გამოიძახა არნემის "ვიტესის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, მის თანაგუნდელ გიორგი ჭანტურიას კი ახალგაზრდულ ნაკრებში ყვითელი ბარათები
4 სექტემბრის ვარჯიშს რაც შეეხება, ნაკრების დამრიგებელსა და ორ ფეხბურთელს გამოველაპარაკეთ.
* * *
ალექსანდრე ჩივაძე:
- სანაკრებო მატჩამდე გუნდის მოსამზადებლად ორი დღე გვაქვს და ჯერ ძნელია იმის თქმა, რომელი ფეხბურთელი რა მზადყოფნაშია ამ დროისთვის.
დილით მსუბუქად ვივარჯიშეთ, ახლა კი ძირითადი ვარჯიში გვაქვს. ესტონეთთან მატჩამდე კიდევ ერთ ვარჯიშს მოვასწრებთ.
- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?
- გუშინ ტემპერატურა ოდნავ მაღალი ჰქონდა არჩილ ტვილდიანს და ნაკრებში დავით კაკაბაძეს ვუხმეთ ("დინამო თბილისის" დუბლშემადგენლობიდან - დ.თ.), საბა კვირკველია კი ვარჯიშზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა.
- ესტონეთთან მატჩს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ეს ამ შესარჩევის ბოლო თამაშია და იმედია, რომ წარმატებას მივაღწევთ. იცით, რომ ხორვატია ესპანეთს ეთამაშება, ჯგუფში მესამე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.
ჩვენთვის ნებისმიერი მატჩის შედეგი მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის დაწყებული გვაქვს სასელექციო სამუშაოები.
ერთი თვის შემდეგ დანიასთან გვექნება ამხანაგური მატჩი და სასელექციო პროცესიც გაგრძელდება.
ახალი შესარჩევი ეტაპისთვის ბირთვი უკვე ყალიბდება. ფეხბურთელებმა ყველა შეხვედრაში თავიანთი მაქსიმუმი უნდა ჩადონ, უნდა გააცნობიერონ, რომ ნაკრებში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.
* * *
ნიკა კვეკვესკირი:
- გუნდში საბრძოლო განწყობაა. თბილისშიც უნდა მოვუგოთ ესტონეთს და გამარჯვებით დავასრულოთ ეს შესარჩევი ციკლი.
* * *
დავით სხირტლაძე:
- უკვე შუა სეზონია და კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები. ესტონეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. წარმატებას უნდა მივაღწიოთ იმიტომაც, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის ჩვენთვის ხელსაყრელ კალათაში და ჯგუფში მოვხვდეთ.
2013 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. V ჯგუფი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ესპანეთი | 6 | 6 | 0 | 0 | 21-2 | 18 |
2. | შვეიცარია | 6 | 4 | 1 | 1 | 12-4 | 13 |
3. | საქართველო | 7 | 2 | 1 | 4 | 6-17 | 7 |
4. | ხორვატია | 7 | 2 | 1 | 4 | 7-10 | 7 |
5. | ესტონეთი | 6 | 0 | 1 | 5 | 1-14 | 1 |
დარჩენილი მატჩები
6 სექტემბერი
საქართველო-ესტონეთი
შვეიცარია-ესპანეთი
10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
შვეიცარია-ესტონეთი
ჩივაძის (სე)ლექცია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ახალგაზრდული ნაკრები - სუბიექტური შეფასება ობიექტურ ფაქტებზე
U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით