საქართველო VS ესტონეთი - ახალგაზრდები შესარჩევს დაასრულებენ

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას ითამაშებს - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩი 19 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირი ტელეტრანსლაცია არ იქნება, ბილეთის ფასი კი 5 ლარია.

საქართველოს 21-წლამდელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი შესარჩევი ციკლის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გადაეწურათ. გუნდი შუა გზაზე ჩაიბარა ალექსანდრე ჩივაძემ და ისეთი სელექცია წამოიწყო, რომ შედეგის გარდა, გათვლა მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გააკეთა - ის ფეხბურთელები უხვად გამოიძახა, ასაკით მომავალ ციკლშიც რომ შეეძლებათ თამაში.

Sportall.Ge

ჩივაძემ ესტონეთთან წინა მატჩებთან შედარებით კიდევ
უფრო გადასხვაფერებული შემადგენლობა გამოიძახა და ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს.

5 სექტემბერს ჩივაძემ ფეხბურთელები ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშა. წვრთნა დახურული იყო. დანარჩენი კი 6-ში ვაკეში გამოჩნდება.

გუნდი
1. ესპანეთი 6 6 0 0  
21-2 18
2. შვეიცარია 6 4 1 1 12-4 13
3. საქართველო 7 2 1 4 6-17 7
4. ხორვატია 7 2 1 4 7-10 7
5. ესტონეთი 6 0 1 5 1-14 1

6 სექტემბერი
საქართველო-ესტონეთი
შვეიცარია
-ესპანეთი

10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
შვეიცარია-ესტონეთი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ჩივაძე: ჯგუფში მესამე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ!
ხალგაზრდული ნაკრები - სუბიექტური შეფასება ობიექტურ ფაქტებზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული