შეხვედრა ალესქანდრე ჩივაძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. 25-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ ნიკა ძალამიძემ გაიყვანა. შეხვედრის 38-ე წუთზე კი ანგარიში ალბერტ ტაარმა გაათანაბრა.
თუმცა ჩვენმა ნაკრებმა დაწინაურება მაინც შეძლო. 82-ე წუთზე ლაშა პარუნაშვილმა მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ამრიგად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ხუთგუნდიანი ჯგუფი მესამე ადგილით დაასრულა, უკან ჩამოიტოვა რა ხორვატიისა და ესტონეთის ნაკრებები. V ჯგუფში პირველობა ესპანელმა ახალგაზრდებმა ადრევე გაინაღდეს, მეორე ადგილზე კი