მეკარეები - მამუკა ნადირაძე (დინამო), დავით ლეგაშვილი (ნორჩი დინამოელი);
მცველები - მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), საბა კვირკველია (ზენიტი 2, რუსეთი), ავთანდილ ბრაჭული (რუბინი 2, რუსეთი), ბაქარ მირცხულავა (ბენფიკა 2, პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი, ნიკა აფაქიძე (ორივე ბაია), მინდია ფუტკარაძე (ადელი), ირაკლი ხუჭუა (გაგრა);
ნახევარმცველები -
თავდამსხმელები - გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა ჩაფიძე (უკლუბოდ).
როგორც ხედავთ გუცაევის სიაშია ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ორი ფეხბურთელი - მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და ზუგდიდის "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი. ჩვენი ინფორმაციით მალტასთან მატჩის შემდეგ, ეროვნულის თავკაცი თემურ ქეცბაია კვეკვესკირს 19-წლამდელთა ნაკრებს დაუთმობს. ჯანო ანანიძეს კი ალბათ ლატვიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდება გუნდს. 19-წლამდელებს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11, 13 და 16 ოქტომბერს აქვთ. შესაბამისად, ანანიძე ალბათ მხოლოდ ბოლო შეხვედრაში შეეშველება ჭაბუკთა ნაკრებს.
პორტუგალიაში გამგზავრებამდე 19-წლამდელები თბილისში ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ, გუცაევის გუნდი ხვალ 6 ოქტომბერს "გაგრას" გაეჯიბრება. გაცნობებთ იმასაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 18 ფეხბურთელის გარდა, გუცაევს 4 ფეხბურთელი სათადარიგოდ ჰყავს შეგულებული და თუ ისე მოხდა რომ რომელიმე ფეხბურთელი დაშავდა, მაშინ მას სათადარიგო კვარტეტიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლებს. ეს კვარტეტი ასე გამოიყურება: აზრიაშვილი (ავაზა-ვისოლი), დეკანოიძე (სპარტაკი ცხინვალი), უგულავა (ოლიმპი), კემუხტაშვილი (ტორპედო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"