ფრანკ ბერნდჰარტი:
"გაწბილებული ვარ, არაერთი კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. არ გაგვიმართლა".
ალექსანდრე ჩივაძე:
"მინდა ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. ბოლო ოთხი მატჩი სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, სამი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ.
ესტონეთს 9 ფეხბურთელი ჰყავდა 1990 წელს დაბადებული, ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა კი 2-3 წლით უმცროსი გახლდათ. ახალგაზრდულ ასაკში ასეთი სხვაობა ბევრს ნიშნავს. ჩვენი ექვსი ფეხბურთელი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია - ასე იყო დღეს.
მომდევნო შესარჩევისთვის ვემზადებით
ამ შეხვედრაში ხარვეზები გვქონდა, თუმცა ფეხბურთელებმა ჟინიანად ითამაშეს და მათი მადლობელი ვარ.
თუ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებს აქვს იმის საშუალება, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი შეკრებები და ითამაშოს სხვადასხვა ტურნირში, ახალგაზრდული ნაკრები ამას მოკლებულია, ფაქტობრივად, ორი დღე გვაქვს ხოლმე გუნდის მოსამზადებლად კონკრეტული მატჩისთვის.
კიდევ ბევრი ფეხბურთელის გამოცდას ვაპირებთ. თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე დაშავდა ჯაბა ჯიღაური, ძალამიძე კი უკვე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული".
ასევე იხილეთ:
საქართველო-ესტონეთი 2:1 - ესტონეთი ლაშა პარუნაშვილმა დააჩოქა