ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბუდუ ზივზივაძე (ყველა - "დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე - "მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, თემურ მარკოზაშვილი (ორივე -"ტორპედო", ქუთაისი), დაჩი ცნობილაძე, გაბრიელ თებიძე (ორივე -"მეტალურგი", რუსთავი), გიორგი გოროზია, ბაჩო მიქავა (ორივე -"ლოკომოტივი" თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი), ალექსანდრე ადამია, ირაკლი ღერკელაშვილი (ორივე -"გაგრა"), ბაჩო არაბული ("საბურთალო",
ჩვენი ყურადღება სიაში ორმა მოთამაშემ მიიქცია: ირაკლი ღერკელაშვილი კიევის "ობოლონში" თამაშობდა, მაგრამ ზაფხულში "გაგრაში" გადავიდა. კაჭარავამ "მიუნხენ 1860"-ის ასაკობრივი გუნდის 18 წლის თავდამსხმელი ლუკა ჩხაიძეც გამოიძახა, რომელიც ელიტრაუნდის მატჩებამდე 19-წლამდელთა წინა თაობის მწვრთნელის, ოთარ კორღალიძეს სიაშიც მოხვდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო, "ჯვაროსნებში" ვერ ითამაშა.
მიუნხენში დაბადებულ-გაზრდილი მოთამაშე თბილისში მალე ჩამოვა, ქართულ პასსპორტს გადასცემენ, კაჭარავა კი დააკვირდება და შეაფასებს, გამოადგება თუ არა ნაკრებს.
19-წლამდელები ბაზაზე 30 სექტემბრამდე იქნებიან და ვარჯიშების პარალელურად, ქართულ კლუბებთან ტესტ-მატჩებსაც გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს, კაჭარავას გუნდი ხორვატიაში გაემგზავრება. მანამდე გუნდი დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს საქართველო ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"