საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საკონტროლო მატჩი ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოქტომბრის ბოლოს ხორვატიაში გაემგზავრება და მასპინძლებს, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში დაუპირისპირდება.

გუნდი მანამდე დასკვნით საწვრთნელ შეკრებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გადის.

მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა. 19-წლამდელები ბაზაზე 30 სექტემბრამდე ივარჯიშებენ; პარალელურად კი ქართულ კლუბებთან ტესტ-მატჩებსაც მართავენ.

26 სექტემბერს 19-წლამდელები გუბაზ დოლიძის გაწვრთნილ "იბერიას" შეხვდნენ - შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული