ჩვენი ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, შესარჩევი ტურნირის ფორმატი კი უცვლელია - პირველი ეტაპის ყოველი ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გუნდი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.
საინტერესო სიახლე ის არის, რომ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი ჯგუფის დეტალური კალენდარი გამოაქვეყნა, სადაც მატჩების ჩატარების ადგილიც მითითებულია და არბიტრებიც.
გიორგი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდში გასასვლელად ბრძოლას უკრაინით იწყებს, ლუქსემბურგით აგრძელებს და შოტლანდიით ასრულებს.
ვასილ მაისურაძის გუნდის ევროპულმა წარმატებამ ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩინა და
იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ შინაურ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ქომაგთა მხარდაჭერა არ მოაკლდება.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე ჯგუფში პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ელიტრაუნდის საგზური უკვე მოიპოვეს სერბეთმა, ბელორუსმა, სლოვენიამ, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და რუსეთმა; ხოლო ბრძოლას გამოეთიშნენ მოლდოვა, სომხეთი, ბოსნია, საბერძნეთი, დანია და ჩერნოგორია.
U17. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
30 ოქტომბერი
14.00 თბილისი. ბასა
შოტლანდია-ლუქსემბურგი
არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)
17.00 თბილისი. მ. მესხი
საქართველო-უკრაინა
არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)
1 ნოემბერი
14.00 თბილისი. ბასა
შოტლანდია-უკრაინა
არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)
17.00 თბილისი. მ. მესხი
ლუქსემბურგი-საქართველო
არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)
4 ნოემბერი
17.00 თბილისი. მ. მესხი
საქართველო-შოტლანდია
არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)
17.00 თბილისი. ბასა
უკრაინა-ლუქსემბურგი
არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"