17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის მზადებას "ბასაზე" იწყებენ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ოფიციალური მატჩების განრიგი გაგაცანით (იხილეთ). შეგახსენებთ, 30 ოქტომბრიდან გიორგი დევდარიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს დაიწყებს.

ჩვენს ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრების მეტოქეები შოტლანდია, ლუქსემბურგი და უკრაინა იქნებიან. ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი საუკეთესო გუნდი გადის.

ჩვენმა ნაკრებმა შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყო.

დევდარიანმა შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ოთარ გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო);
მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, ნიკა ველიაშვილი (ყველა - საბურთალო), ანატოლი ხუბეჟოვი (სპარტაკი, ცხინვალი), ომარ პატარკაციშვილი
(ლოკომოტივი, თბილისი), აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო, ქუთაისი);
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ანრი არველაძე, ირაკლი რუხაძე (ყველა - საბურთალო), თენგიზ გოროზია (დინამო, თბილისი), ცოტნე მესხი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა ლაშხია (ბაია, ზუგდიდი);
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (ზესტაფონი), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ხორხელი (ორივე - საბურთალო).

სფფ-ის ოფიციალური ვეგბვერდის ცნობით, გუნდს მოგვიანებით შეუერთდება კაპიტანი ზურაბ მალანია, რომელიც ყაზანის "რუბინში" სულ ახლახან გადავიდა და საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი გიორგი ბერიძე.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 9 ოქტომბერს "ბასაზე" 19-წლამდელებს ამხანაგურად შეხვდება, შემდეგ ტესტ-მატჩს კი 12 ოქტომბერს თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობასთან გამართავს.

პირველი შეკრება 12 ოქტომბერს დასრულდება, დასკვნითი შეკრება კი "ბასაზე" 23 ოქტომბერს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული