ახალგაზრდულ ნაკრებს დავით ხოჭოლავა და ირაკლი ქობალია დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
13 ოქტომბრიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გუნდი. ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთელებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრებს.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს უბრუნდებიან "დინამო" თბილისის მცველი - დავით ხოჭოლავა და "ზუგდიდის" ფორვარდი - ირაკლი ქობალია. შეგახსენებთ, რომ ამ ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელებს ტრავმების გამო საკმაო ხანი გაუცდათ.

ორივე ახალგაზრდული ნაკრების საკვანძო ფიგურებად განიხილებოდა და სასიხარულოა, რომ ტრავმების მოშუშების შემდეგ ისინი კვლავ ბრუნდებიან ნაკრების შემადგენლობაში.

ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტები არიან მოლდავური "ზიმბრუს" ნახევარმცველი - თორნიკე სტეფნიაშვილი და კრასნოდარის "ყუბანის"
შუახაზელი - კახა ხალვაში.

საერთო ჯამში, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოცხადდებიან:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახაბერ მეშველიანი ("ზესტაფონი")
მცველები: მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), არჩილ ტვილდიანი, დავით ხოჭოლავა, გიორგი გაგნიძე (ყველა "დინამო" თბილისი), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა")
ნახევარმცველები: ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით კირკიტაძე ("ჩიხურა", საჩხერე), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი ("დინამო" თბილისი), თორნიკე სტეფნიაშვილი ("ზიმბრუ", მოლდოვა), კახა ხალვაში ("ყუბანი", კრასნოდარი, რუსეთი)
თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("შუქურა", ქობულეთი), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ირაკლი ქობალია ("ზუგდიდი").

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები 16 ოქტომბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში დანიელებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული