ჩვენი 21-წლამდელების დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
ჩივაძის რჩეულები 13 ოქტომბრიდან შეიკრიბებიან ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე". ამ მატჩისთვის გამოძახებულთა სია კი ასეთია:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე (სპარტაკი), კახაბერ მეშველიანი (ზესტაფონი);
მცველები: არჩილ ტვილდიანი, გიორგი გაგნიძე, დავით ხოჭოლავა (სამივე - დინამო), მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი (ორივე - ზესტაფონი), გიორგი ჯგერენაია (გაგრა);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (სამივე - დინამო), ლაშა
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი ქობალია (ზუგდიდი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო).
* * *
ჩივაძეს საამმატჩოდ ირაკლი შეყილაძის და საბა კვირკველიას გამოძახებაც უნდოდა, თუმცა ამ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში აქვთ მატჩები და ამის გამო მათი თბილისში ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.
ამ შეკრებაზე ნაკრებს დინამოელი ჯაბა ჯიღაურიც დააკლდება ტრავმის გამო. ნიკა ძალამიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე კი ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულები ფინეთთან და ბელორუსთან მატჩებისთვის.
"დამდეგი შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებით, რომელშიც 1992 წელს დაბადებულებს და მათზე უმცროსებს შეუძლიათ თამაში. დანიასაც ის ახალგაზრდული ნაკრები მოჰყავს, დამდეგ შესარჩევში რომ ითამაშებს.
ეს გუნდი 12 ოქტომბერს უკრაინას ეთამაშება, მერე კი ჩვენთან მოდის.
კარგია, რომ ასეთ მეტოქეს ვხვდებით, ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ.
რაც შეეხება სიას, რა თქმა უნდა, ნაკრების ყველა კანდიდატი მასში ვერ მოხვდა, სასელექციო პროცესი გრძელდება", - გვითხრა ჩივაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ახალგაზრდული ნაკრები სწორი გზით მიდის
ახალგაზრდული ნაკრები - სუბიექტური შეფასება ობიექტურ ფაქტებზე