კახა კაჭარავამ თავის რჩეულ ფეხბურთელებს კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მოუყარა თავი.
ალექსანდრე ადამია ("გაგრა"), გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე (ყველა "დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე "მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, თემურ მარკოზაშვილი, გიორგი ფანცულაია (ყველა "ტორპედო", ქუთაისი), ბაჩო არაბული ("საბურთალო", თბილისი), ავთო ენდელაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი ("ზუგდიდი"), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი),
კაჭარავა მოსამზადებელ ეტაპს ტესტ-მატჩით დაიწყებს. 19 ოქტომბერს, 15:30 წუთზე, U19 "ამერის" სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკთან" ისპარინგებს.
საწვრთნელი პროცესი კი, ჩვეულებისამებრ, "ბასაზე" წარიმართება. შეკრების დასრულებისთანავე, 23 ოქტომბრის გამთენიისას, ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 26-28-31 ოქტომბერს ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.
gff.ge